2024 წლის 18 აპრილს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - თამარ ლოლაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „მედეგობის როლი მშობლის ფსიქოლოგიურ კონტროლს, სტუდენტების ინტერნეტის პრობლემურ გამოყენებასა და დეპრესიას შორის: მედიაციური და მოდერაციული ანალიზი“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი თეა გოგოტიშვილი.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201